სანჩესი შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედის რეზერვში დააქვეითონ

სანჩესი შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედის რეზერვში დააქვეითონმანჩესტერ იუნაიტედის ჩილელი ფორვარდი ალექსის სანჩესი შესაძლოა სარეზერვო გუნდში გადაიყვანონ, თუ მან მანჩესტერი არ დატოვა. სანჩესი ოლე გუნარ სოლსკიაერის გეგმებში არ შედის, მაგრამ ჩილელ ფორვარდს წასვლა არ უნდა, რადგან მას ძალიან მაღალი ანაზღაურება აქვს.

სანჩესის ყიდვა რამდენიმე იტალიურ გუნდს სურს, მათ შორის არიან რომა და ინტერი. შეგახსენებთ რომ სანჩესის ევროპული კარიერა სწორედ იტალიაში, კერძოდ კი უდინეზეში დაიწყო. შემდეგ კი ალექსისმა რამდენიმე სეზონი ბარსელონაში გაატარა, სადაც ის საკმაოდ შედეგიანი იყო.