სენაკში 25 წლის მამაკაცი დაიხრჩო

სენაკში, მდინარე ტეხურში ბანაობისას 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. უბედური შემთხვევა დღეს მოხდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.