შალვა ნათელაშვილი – ივანიშვილისგან მივიღეთ ერის არნახული გადაგდება

შალვა ნათელაშვილი - ივანიშვილისგან მივიღეთ  ერის არნახული გადაგდებაივანიშვილი შეეწირება იმ იდეალების ღალატს, რა დაპირებებითაც გამოგვეცხადა 2011-2012 წლებში – ამის შესახებ, “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ფეისბუქ ჩართვის დროს განაცხადა.

“ივანიშვილი შეეწირება იმ იდეალების ღალატს, რა დაპირებებითაც გამოგვეცხადა 2011-2012 წლებში. პრაქტიკულად, მივიღეთ კაცობრიობის ისტორიაში არნახული გადაგდება მთელი ერის, მთელი საზოგადოების. 20 ივნისს, ის ხალხი ვინც შიშველი ხელებით თავს ურტყამდა პარლამენტის სვეტებს,  არიან ნამდვილი გმირები. საქართველოს ისტორიის გენერატორი,  მემატიანე”,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.