სიღნაღის ტყეში 83 წლის მამაკაცის ძვლები იპოვეს

სიღნაღის ტყეში 83 წლის მამაკაცის ძვლები იპოვესსიღნაღის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბოდბისხევის ტყეში ადამიანის ძვლების ფრაგმენტები, ასევე მამაკაცის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ დაუდასტურეს.

ადამიანის ძვლების ფრაგმენტები, სავარაუდოდ, ივნისში გაუჩინარებულ 83 წლის მამაკაცს ეკუთვნის.

ხანდაზმულს ოჯახი თითქმის ორი თვეა ეძებს. ადგილობრივების ინფორმაცით, მამაკაცს ორი შვილი ჰყავს, თუმცა ის სახლში მარტო ცხოვრობდა. თანასოფლელები ვარაუდობენ, რომ ასაკიდან გამომდინარე, მოხუცმა ტყიდან სახლში დაბრუნება ვეღარ შეძლო.

ინფორმაცია იმის შესახებ,რომ ტყეში ნაპოვნი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი აღნიშნულ მამაკაცს ეკუთვნის, “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით მიმდინარეობს. ძვლების ფრაგმენტებზე დანიშნულია ექსპერტიზა.