სოლსკიაერი: ”ჩელსისთან შესანიშნავად ვითამაშეთ”

სოლსკიაერი: ”ჩელსისთან შესანიშნავად ვითამაშეთ”ოლე გუნარ სოლსკიაერმა ჩელსისთან მოგების შემდეგ თავისი გუნდის ფეხბურთელები შეაქო და თქვა რომ ასეთი თამაშით მათ ჩემპიონობისთვის ბრძოლაც შეუძლიათ. სოლსკიაერის აზრით გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც მომავალში კიდევ უფრო უკეთესად ითამაშებს:

”ამ მატჩმა გვიჩვენა რომ გუნდს სერიოზული პოტენციალი აქვს. დარწმუნებული ვარ რომ ფეხბურთელები კიდევ უფრო მოუმატებენ და ასეთი თამაშით ჩვენ შეგვიძლია შორს წავიდეთ”. მანჩესტერ იუნაიტედმა ჩელსის პრემიერ ლიგის პირველ ტურში 4:0 მოუგო.