თენგიზ კიტოვანი – “მე არც ვმალავ, სააკაშვილი როგორც ჩამოვა, მე გავაგორებ მაგას…”

თენგიზ კიტოვანი - "მე არც ვმალავ, სააკაშვილი როგორც ჩამოვა, მე გავაგორებ მაგას..."“სააკაშვილს პირველი მე მოვკლავ. მაგან გაყიდა საქართველო და მაგის პოლიტიკით ვერ ამოგვიდგია სული. მე არც ვმალავ, როგორც ჩამოვა, გავაგორებ მაგას, თუ ცოცხალი ვიქენი. მაგან 10 წელი დედა უტირა საქართველოს, ნახეთ რას დაამსგავსა, ქართველი ქართველს არა ჰგავს… კომუნისტებმა ესე ქნეს თუ ისე, შეინარჩუნეს ეროვნული პოლიტიკა, ერი შეინარჩუნეს. ამან ყველა გაყიდა.”
ეროვნული გვარდიის დამფუძნებელი თენგიზ კიტოვანი იაგო ხვიაჩიას გადაცემაში “პროცესი” საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრობს.
მან ასევე ქვეყნის პირველ პრეზიდენტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაშინ პოლიტიკაში ყველაფერი მანანა არჩვაძეს მიჰყავდა:
ზვიადი რომ დარჩენილიყო, მთლიანად შეიცვლებოდა საქართველოს პოლიტიკა. მანანას მიჰყავდა პოლიტიკა საქართველოში და ის აღარ იქნებოდა ის საქართველო, იცოდეთ… იქნებოდა სხვა სახელმწიფო. ოჯახის პირობებმა შეცვალეს მაგის [ზვიად გამსახურდიას] ურთიერთობა საქართველოს მიმართ. ოჯახშია გასარკვევი ვინ უტრიალებდა ზვიადას ტვინს”.

ტაბულა