თურქეთში ლაშა მალანია ზღვაში დაიხრჩო

თურქეთში ლაშა მალანია ზღვაში დაიხრჩოთურქეთში, ქალაქ რიზეში, სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქე 26 წლის ლაშა მალანია ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა 5 აგვისტოს მოხდა.

მას 24 საათის განმავლობაში ეძებდნენ.

როგორც “ნიუპოსტს” დაღუპულის ახლობელმა განუცხადა, ახალგაზრდა ბიჭი სამუშაოდ პირველად 2 წლის წინ წავიდა. მისივე თქმით, ის ჩაის კრეფდა და ოჯახს ამ თანხით ეხმარებოდა.

ლაშა მალანია ჩხოროწყუს სოფელ კირცხის მკვიდრი იყო. როგორც ჩხოროწყუს მერმა დავით გოგუამ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში ძლიერი შტორმის დროს დაიხრჩო.

„მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ყველა შესაბამისი უწყება, რათა ცხედრის გადმოსვენება მოხდეს სამშობლოში. შემთხვევა რიზეს ოლქში, გუშინ მოხდა”, – ამბობს დავით გოგუა.