წეროვანთან 23 წლის ბიჭი დაიღუპა – ჰიუნდაი ჯებირს დაეჯახა

წეროვანთან 23 წლის ბიჭი დაიღუპა - ჰიუნდაი ჯებირს დაეჯახაავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის ბიჭი ემსხვერპლა. “დიანიუსის” ინფორმაციით, “ჰიუნდაის” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და დამცავ ჯებირს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ წეროვაანთან 26 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი თბილისის მიმართულებით, მარტო მიდიოდა. იგი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ახალგაზრდა მძღოლი ცენტრალურ ავტომაგისტრალზე დიდი სისწრაფით მიდიოდა.

,,ჩვენც თბილისისკენ მივდიოდით და დავინახეთ, რომ ,,ჰიუნდაის” მარკის ავტომობილი დამცავ ჯებირს იყო შეჯახებული. ძალიან მძიმე სანახავი იყო, მძღოლი როგორც გავიგეთ ახალგაზრდა ბიჭი ყოფილა. რაც დავინახეთ იყო ის, რომ ირგვლივ სისხლის გუბე იდგა, ახალგაზრდა ბიჭი სასწრაფოს უკვე გარდაცვლილი დახვდა.

უმძიმესი ტრაგედიააა, ღმერთმა დაიფაროს ყველა. ახლაც კი მზარავს ის, რას ეტყვიან დედას, შვილი დასასვენებლად გაუშვია და მისი ცხედარი მოგვაქვსო?!” – აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

როგორც ,,დიანიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.