„უკანონოდ დაკავებულ პოლიტპატიმრებს სჭირდებათ ჩვენი დახმარება!“

„უკანონოდ დაკავებულ პოლიტპატიმრებს სჭირდებათ ჩვენი დახმარება!“27 აგვისტოს იწყება 20 ივნისს დაკავებულ პოლიტპატიმართა სასამართლო პროცესები, ამასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი “20 ივნისის მოძრაობა-პოლიტპატიმრები” მიმართვას ავრცელებს.

„მოგესალმებით,
27 აგვისტოს იწყება 20 ივნისს დაკავებულ პოლიტპატიმართა სასამართლო პროცესები.
უკანონოდ დაკავებულ პოლიტპატიმრებს სჭირდებათ ჩვენი დახმარება!
შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი “20 ივნისის მოძრაობა-პოლიტპატიმრები”, რომელშიც ყოველგვარი პარტიული ინტერესების გარეშე, გაერთიანდა თითქმის მთელი ოპოზიცია.
შემოგვიერთდით, თითოეული თქვენთაგანის მიერ აღნიშნული გვერდის გაზიარება ნიშნავს ერთ ხელმოწერას!
მოგიწოდებთ, ხელისუფლებას დავანახოთ, რომ ვართ ასიათასობით, ვინც აპროტესტებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასა და ჩვენს ქვეყანაში უკანონოდ დაკავებულ პოლიტპატიმრების არსებობას!
ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ თქვენი ხმა მივაწოდოთ ყველას, ვისთვისაც მიუღებელია საქართველოს ოკუპაცია!
ჩვენი მიზანია, ვიბრძოლოთ 20 ივნისის მოვლენების გამო დაკავებული თითოეული პოლიტპატიმრის გათავისუფლებისთვის!
ჩვენ შევძლებთ, ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული ადამიანები!
#თავისუფლებაპოლიტპატიმრებს!
#ერთიგაზიარებაერთიხელომოწერაა!“ – წერია მიმართვაში.