ვეჯინში 45 წლის მამაკაცმა საკუთარი სახლი გადაწვა

ვეჯინში 45 წლის მამაკაცმა საკუთარი სახლი გადაწვახანძარი კახეთში – გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფელ ვეჯინში ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ თელავის და გურჯაანის სახანძრო- სამაშველო ეკიპაჟები, თუმცა სახლისა და მასში არსებული ინვენტარის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

წინასწარი ვერსიით, ცეცხლი სახლს თავად მეპატრონემ, 45 წლის მამაკაცმა წაუკიდა. ის გვიან ღამით პოლიციამ გურჯაანის რაიონულ პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანა.