ზაზა ფაჩულია გოლდენ სტეიტში კონსულტანტად დაბრუნდა

ზაზა ფაჩულია გოლდენ სტეიტში კონსულტანტად დაბრუნდასაქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზაზა ფაჩულია კალათბურთელის კარიერას ასრულებს. იგი “გოლდენ სტეიტში” კონსულტანტის თანამდებობაზე იმუშავებს.

ამის შესახებ გოლდენ სტეიტმა ტვიტერში დაწერა.

“ზაზა ფაჩულია დაბრუნდა გოლდენ სტეიტში კონსულტანტად” – წერია კლუბის ტვიტში.

შეგახსენებთ, რომ ზაზა “გოლდენ სტეიტში” 2016-17 და 2017-18 წლების სეზონში თამაშობდა. ორივეჯერ NBA-ს ჩემპიონის ტიტული მოიგო. გასულ სეზონში კი “დეტროიტის” ღირსებას იცავდა.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ზაზა 2000 წლიდან 2017-მდე თამაშობდა და ეროვნულ გუნდთან ერთად სამ ევრობასკეტზე იასპარეზა.