ჟერარ პიკე: ”ნეიმარის დაბრუნება გამიხარდება”

ჟერარ პიკე: ”ნეიმარის დაბრუნება გამიხარდება”ბარსელონას ცენტრალურმა მცველმა ჟერარ პიკემ განაცხადა რომ მას ნეიმარის ბარსელონაში დაბრუნება გაუხარდება, თუმცა არ იცის რამდენად რეალურია ეს. პიკეს თქმით ნეიმარს პსჟ-სთან აქვს კონტრაქტი და ფრანგული გუნდი მას იოლად არ დათმობს:

”ნეიმარი ძალიან კარგი ადამიანი და შესანიშნავი ფეხბურთელია და მისი დაბრუნება გამიხარდება, მაგრამ არ ვიცი რამდენად არის ეს შესაძლებელი. ჩვენ უკვე ბევრი შემტევი ფეხბურთელი გვყავს და ნეიმარს კი პსჟ-სთან აქვს კონტრაქტი”.

ნეიმარის ბარსელონაში დაბრუნებაზე აქტიურად მიდის საუბარი, თუმცა კონკრეტული წინადადება ბარსელონას არ გაუკეთებია.