ჟოზე მოურინიო: ”ფეხბურთი ძალიან მენატრება”

ჟოზე მოურინიო: ”ფეხბურთი ძალიან მენატრება”პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა რომ მას ფეხბურთი ძალიან ენატრება და ფეხბურთის გარეშე ცხოვრება უჭირს. მოურინიოს თქმით 20 წლის მანძილზე ის პირველად არის უგუნდოდ, მაგრამ ეს ასე არ დარჩება:

”კომენტატორად მუშაობა მსიამოვნებს, მაგრამ სიმართლე გითხრათ მინდა რომ მოედანთან უფრო ახლოს ვიყო და მწვრთნელობას დავუბრუნდე. ბოლო 20 წლის მანძილზე ფეხბურთი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო და მის გარეშე ძალიან მიჭირს”. ამჟამად მოურინიო სკაი სპორტზე კომენტატორად მუშაობს.