ზიდანი ნეიმარის რეალში ტრანსფერს არ გამორიცხავს

ზიდანი ნეიმარის რეალში ტრანსფერს არ გამორიცხავსმადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ნეიმარის რეალში გადასვლას არ გამორიცხავს. ზიდანის თქმით აგვისტოს ბოლომდე ჯერ ბევრი დროა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს:

”ჯერჯერობით ნეიმარი ჩვენი ფეხბურთელი არ არის, მაგრამ მის ტრანსფერს არ გამოვრიცხავ, თუმცა ეს რეალის ხელმძღვანელობამ უკეთ იცის. ამჟამად იმ ფეხბურთელებით ვთამაშობ რომლებიც მყავს და ყველა ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურისთვის ვემზადებით”. ნეიმარს პსჟ-ს დატოვება სურს და ერთ-ერთ ვარიანტად რეალიც განიხილება.