ზლატანი ევროპაში დაბრუნებას არ გამორიცხავს

ზლატანი ევროპაში დაბრუნებას არ გამორიცხავსლოს ანჯელეს გელექსის ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ევროპაში დაბრუნებას არ გამორიცხავს, განსაკუთრებით ეს მანჩესტერ იუნაიტედს ეხება. ზლატანის თქმით, ის ხშირად უყურებს იუნაიტედის თამაშებს და თვლის რომ მას კვლავ შეუძლია მაღალ დონეზე თამაში:

”ლოს ანჯელესში ბედნიერი ვარ, მაგრამ თუ საჭირო გახდება მზად ვარ დავბრუნდე მანჩესტერ იუნაიტედში, რადგან ისევ შემიძლია მათ დავეხმარო. კრისტალ პალასთან თამაშს ვუყურე და მათ პენალტი რომ გაეტანათ სხვა შედეგი დაფიქსირდებოდა. იმედი მაქვს, მომავალში მანჩესტერი შეცდომებს აღარ გაიმეორებს”.