„რამ გაგაკვირვათ?! …. იმან, რომ მასწავლებელს 1700 ლარი ექნებაო ხელფასი, თუ იმან, გაღატაკებულს ერთჯერად დახმარებას რომ მისცემენ, თუ იმან, რომ გაზრდილი ფასების დროს ,,კარტოფილს, ზეთს და ხახვს ” დაარიგებენ საჭირო დროს….? ხო კიდევ კრედიტებს რომ ,,ჩამოგვაწერენ” ჩვენივე ფულით ბიუჯეტიდან და თავად ვინც პირდაპირ მსახურებაშია რუსებთან მილიონობით შემოსავალს აიღებენ, ალბათ ეგ იქნება ,,გაკვირვების” პიკი…!!!!!
იცის რუსმა ჩვენი ყოფა, იცის ჩვენი ბუნება და მოქმედებს….
მერე რა რომ საზღვარი იწევა, მერე რა რომ ქვეყანა ნადგურდება, მერე რა რომ ხალხი გარბის ქვეყნიდან, მთავარია ნაწილ ნაწილ და ისიც ხანდახან, ხომ კმაყოფილდება რაღაც ჯგუფი. მთავარია იმ ჯგუფში მოხვდე! ეს არის ამოცანა….
ნუ გაიკვირვებთ თუ რატო გვექცევიან ასე! იმიტომ რომ…ვიმსახურებთ და თან :
_ იცის, იცის მესაფლავემ, როგორც უნდა, როგორც ხდება“, – წერს ნაციონალების ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ მელიქიშვილი სოციალურ ქსელში.

