ახმეტის სასაფლაოზე ახალგაზრდა კაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს

ახმეტის სასაფლაოზე ახალგაზრდა კაცის დამწვარი ცხედარი იპოვესახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენის სასაფლაოების მიმდებარედ 33 წლის ახალგაზრდა კაცის დამწვარი ცხედარი მწყემსმა იპოვა.

ახალგაზრდას რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, ის სასტუმროში მუშაობდა.

შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია ბენზინიანი ავზიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.