ანტუან გრიზმანი: ”შეტევაში უკეთ უნდა ვითამაშოთ”

ანტუან გრიზმანი: ”შეტევაში უკეთ უნდა ვითამაშოთ”ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრაში სტუმრად ბორუსიასთან ფრე ითამაშა და შეიძლება ითქვას რომ გერმანელებს არ გაუმართლათ. ბორუსიამ რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნა და მათ პენალტიც გააფუჭეს. მატჩის შემდეგ ანტუან გრიზმანმა განაცხადა რომ ფრე ცუდი შედეგი არ არის, მაგრამ ბარსელონამ უნდა მოუმატოს:

”ფრე ბორუსიასთან კარგი შედეგია, რადგან ეს გუნდი საკუთარ მოედანზე ძალიან ძლიერია, მაგრამ შეტევაში უკეთესი თამაში გვმართებს და ამ ასპექტში უნდა მოვუმატოთ. წინ ბებრი მატჩია და დარწმუნებული ამას გავაკეთებთ”. შეხვედრა 0:0 დასრულდა.