აფეთქება თურქეთში – 5 პოლიციელი დაიჭრა

აფეთქება თურქეთში - 5 პოლიციელი დაიჭრათურქეთში, ადანას პროვინციაში, პოლიციის ავტობუსთან თვითნაკეთი ბომბი აფეთქდა, რის შედეგადაც 5 პოლიციელი დაიჭრა. პროვინციის გუბერნატორის მახმუტ დემირთაშის ინფორმაციით, პოლიციელები საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არც ერთ ორგანიზაციას არ აუღია.

იპნ