არსენ ვენგერი ფიფაში დაიწყებს მუშაობას

არსენ ვენგერი ფიფაში დაიწყებს მუშაობასლონდონის არსენალის ყოფილი მწვრთნელი არსენ ვენგერი ფიფაში დაიწყებს მუშაობას და ის ამ ორგანიზაციის ტექნიკური დირექტორი იქნება. ვენგერის მოვალეობა ძირითადად მწვრთნელებთან მუშაობა და მათი კვალიფიკაციის ამაღლება იქნება. ვენგერმა განაცხადა რომ მისთვის ეს სამსახური დიდი პასუხისმგებლობაა და ის აუცილებლად შეასრულებს თავის მოვალეობებს.

შეგახსენებთ რომ არსენ ვენგერი არსენალს 22 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და პოსტი 2018 წელს დატოვა. ის არსენალის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელად ითვლება.