აშშ-ის კონგრესმა ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო

აშშ-ის კონგრესმა ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოაშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

ამის შესახებ 24 სექტემბერს პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ გამოაცხადა.

“დღეს მე ვაცხადებ, რომ წარმომადგენელთა პალატა იწყებს ოფიციალურ გამოძიებას იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში. მე ვავალებ ჩვენს 6 კომიტეტს, დაიწყონ შესაბამისი გამოძიება”, – განაცხადა ნენსი პელოსიმ.

დღემდე აშშ-ის ისტორიაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება მხოლოდ სამჯერ მოხდა.

პირველად 1868 წელს პრეზიდენტ ენდრიუ ჯექსონის წინააღმდეგ დაიწყო იმპიჩმენტის პროცედურა, მეორედ – 1974 წელს რიჩარდ ნიქსონის წინააღმდეგ, მესამედ კი 1998 წელს ბილ კლინტონის წინააღმდეგ.

ენდრიუ ჯექსონი და ბილ კლინტონი კონგრესისს ზედა პალატამ გაამართლა, რიჩარდ ნიქსონი კი პროცედურის დაწყებამდე გადადგა.