აშშ-ის მთავრობამ თბილისში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის დასაარსებლად 700.000 დოლარი გამოყო

აშშ-ის მთავრობამ თბილისში ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის დასაარსებლად 700.000 დოლარი გამოყოაშშ-ის მთავრობამ, თბილისში ახალი პედიატრიული ჰემატოლოგიურ-ონკოლოგიური ცენტრის დასაარსებლად, 700.000 ათასი დოლარი გამოყო.

ინფორმაცია ამის შესახებ აშშ-ს საელჩომ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე განათავსა.

შემოწირულობა ორგანიზაციებს გლობალ ჰილინგს და ჯო ენის სამედიცინო ინსტიტუტს გადაეცემა. ჯერჯერობით უცნობია, მშენებლობის დაწყების ვადები და ადგილმდებარეობა.

გთავაზობთ აშშ-ს საელჩოს განცხადებას უცვლელად:

“ბავშვები ავად არ უნდა ხდებოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგჯერ ასეც ხდება.
იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს ჰქონდეს უმაღლესი დონის ცენტრი სიმსივნის სრულყოფილი მკურნალობისთვის, ამერიკის მთავრობამ გლობალ ჰილინგსა და ჯო ენის სამედიცინო ცენტრს 700.000 დოლარი გადასცა, რაც თბილისში ახალი პედიატრიული ჰემატოლოგიურ-ონკოლოგიური ცენტრის დაარსებას მოხმარდება.”

ტაბულა