ავარია თამარაშვილზე – 1 ადამიანი დაშავდა

17 სექტემბერს თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია) მიმდინარეობს.