ბავშვების პორნოგრაფიის გადაღებისთვის თბილისში 2 ბინას იყენებდნენ

ბავშვების პორნოგრაფიის გადაღებისთვის თბილისში 2 ბინას იყენებდნენარსებული ინფორმაციით, არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადების საქმეზე დაკავებულები გადაღებებისთვის თბილისში ორ ბინას იყენებდნენ. ბინები ვაჟა ფშაველას გამზირსა და პოლიტკოვსკაიას ქუჩებზე მდებარეობს.

მეზობლების განაცხადებით, დაკავებების შესახებ იციან, თუმცა კონკრეტულად რას ეხება საქმე, მათთვის უცნობია.

“ჩვენთანაც იყო პოლიცია მოსული, დავინახეთ, რომ წაიყვანეს ეს ქალი, მაგრამ გვეგონა, რომ სხვა დანაშაულის გამო დაიჭირეს. ვიცით, რომ ბინა გაქირავებული იყო უცხოელზე, რომელიც ბავშვებთან ერთად ცხოვრობდა აქ. ჩვენ არ ვიცოდით იქ რა ხდებოდა”,- აცხადებენ მეზობლები.

იპნ