Bloomberg: აუცილებელია, აშშ-მ ნათელი მესიჯი გაუგზავნოს ბიძინა ივანიშვილს

Bloomberg: აუცილებელია, აშშ-მ ნათელი მესიჯი გაუგზავნოს ბიძინა ივანიშვილსგავლენიან ამერიკულ გამოცემა Bloomberg-ში გამოქვეყნდა წერილი სათაურით “რა სჭირდება საქართველოს ოპოზიციას დასავლეთისგან”, სადაც საუბარია იმაზე, რომ გიორგი გახარიას გაპრემიერებით საქართველოს დასავლური არჩევანი საფრთხის წინაშე დგას.

წერილის ავტორის, ამერიკელი ჟურნალისტის, ილაი ლეიკის თქმით, პროდასავლური განცხადებების მიუხედავად, გიორგი გახარიამ რუსული მოქალაქეობა მხოლოდ და მხოლოდ 2013 წელს დათმო და თავს ესხმის ყველაზე ანტირუსულ პარტიებს, რითაც “ბევრი აქვს საერთო მის პოლიტიკურ მფარველთან”.

“ივანიშვილიც ხშირად სწორ რაღაცებს ამბობს, როცა საქმე რუსეთს ეხება. მაგრამ ფაქტი, რომ მისი 5 მილიარდზე დიდი ქონება რუსეთშია დაგროვებული 1990-იან წლებში, აჩენს ეჭვებს, თუ რამდენად აქვს მასზე ბერკეტები კრემლს.” – წერს ლეიკი – “საბედნიეროდ, ივანიშვილზე აშშ-საც აქვს ბერკეტები. ბათუ ქუთელიამ, საქართველოს ყოფილმა ელჩმა აშშ-ში და ამჟამად საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტმა მითხრა, რომ ივანიშვილი ქონების ნაწილს დასავლეთში ინახავს, აქცევს რა მას ამერიკელების კონტროლის ქვეშ.”

სტატიაში, რომელიც დღეს, 13 სექტემბერს გამოქვეყნდა Bloomberg-ზე, ნათქვამია, რომ საქართველოს პროდასავლური კურსის შესანარჩუნებლად აუცილებელია, აშშ-მ ნათელი მესიჯი გაუგზავნოს ბიძინა ივანიშვილს მომდევნო არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარების შესახებ.

ტაბულა