დანი ალვეში: ”მინდა მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშო”

დანი ალვეში: ”მინდა მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშო”ბრაზილიელმა მცველმა დანი ალვეშმა განაცხადა რომ მას სურს 2022 მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში და ამისთვის ის ყველაფერს გააკეთებს. ალვეშის თქმით ის ბრაზილიაში სწორედ იმიტომ დაბრუნდა რომ მეტი სათამაშო დრო ჰქონოდა:

”ბარსელონამ და იუვენტუსმა დაბრუნება შემომთავაზეს, მაგრამ იქ გარანტიები არ მქონდა და ამიტომ სან პაულოში თამაში ვარჩიე. მინდა რომ მეტი სათამაშო პრაქტიკა მქონდეს, რადგან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში მსურს.”. დანი ალვეში ზაფხულში სამშობლოში დაბრუნდა და ის სან პაულოს ღირსებას იცავს.