დავით ზალკალიანი სერგეი ლავროვს შეხვდა

დავით ზალკალიანი სერგეი ლავროვს შეხვდანიუ-იორკში, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომა მიმდინარეობს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.

შეხვედრის ორგანიზატორი შვეიცარიული მხარე იყო, რომელიც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, შუამავალს წარმოადგენს.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრის დროს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხები განიხილეს.

იპნ