ეკა ბესელია პროკურატურაში დაიბარეს

ეკა ბესელია პროკურატურაში დაიბარეს“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, ეკა ბესელია, რომელმაც უმრავლესობა დემარშით დატოვა, პროკურატურაში დაიბარეს.
საუბარია ბესელიას სკანდალურ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, უმრავლესობის ზოგოერთ დეპუტატებს პირადი ცხოვრების ამსახველი ფირებით აშანტაჟებენ.
პროკურატურაში ამბობენ, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყეს.

“საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით სხვადასხვა პირების მიმართ ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ მის მიერ მედიაში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში.

დეპუტატს საგამოძიებო უწყებიდან გუშინ დაუკავშირდნენ, თუმცა მან განაცხადა, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში პროკურატურაში ვერ გამოცხადდება.
ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ საგამოძიებო უწყებაში მისვლის თარიღს პროკურატურას ორშაბათს თვითონ შეატყობინებს.
შესაბამისად, ამ ეტაპზე, საქართველოს პროკურატურა მოკლებულია შესაძლებლობას, პარლამენტის წევრისგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია სხვადასხვა პირების მიმართ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით შესაძლო ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ”- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ბესელია ამბობს, რომ “ქართული ოცნება” უმრავლესობის წევრებს პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელებით ემუქრება.

ნიუპოსტი