ელისო კილაძემ ფეისბუქში დაწერა:
“პრეზიდენტის პრეს სპიკერმა თანამდებობა დატოვა.
ნოდარ მელაძეს დაუჭირა მხარი ,სტატუსი დაწერა და მთელი საქოცეთი მის ჩაქოლვას ითხოვდა.
დარჩებით ბოლოს ნანა კაკაბაძის და ირაკლი ლატარიას ამარა !
მითქვამს მე !”
პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა თანამდებობა დღეს, 7 სექტემბერს, დატოვა.
მიზეზი სალომე ზურაბიშვილთან რიგ საკითხებთან არსებული შეუთანხმებლობა გახდა.
ხატია მოისწრაფიშვილი შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ იგი პრეზიდენტის პრეს-სპიკერი გახდა.

