”ერთ წელს პატარძალს აცდიან და ვაცადოთ პრეზიდენტსაც” – ბეჟან წიქარიძემ სალომე ზურაბიშვილს 60.000 ლარი შესწირა

”ერთ წელს პატარძალს აცდიან და ვაცადოთ პრეზიდენტსაც” - ბეჟან წიქარიძემ სალომე ზურაბიშვილს 60.000 ლარი შესწირასამშენებლო კომპანიის GDG დამფუძნებელი, ბეჟან წაქაძე, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს, წინასაარჩევნო პერიოდში 60 ათასი ლარი შესწირა, აცხადებს, რომ პრეზიდენტსი ბევრ რამეს აკეთებს და კიდევ ბევრს გააკეთებს, თუმცა, დრო უნდა მისცეს საზოგადოებამ.

“ქართული ანდაზაა ასეთი, ერთი წელი პატარძალს უნდა აცადოთო და ვაცადოთ რა ამასაც” – გვითხრა ბიზნესმენმა.

შეკითხვაზე, რატომ არ იყო საკმარისი ზურაბიშვილის პრეზიდენტობის გასული თერთმეტი თვე და შეწყალებული მკვლელები, წაქაძემ გვიპასუხა, რომ მსგავსი ქმედებების განხორციელებას მხოლოდ პრეზიდენტი ვერ შეძლებს და მას ამაში სხვების მხარდაჭერაც ჰქონდა.

“ვიღაცამ მიაღებინა ზურაბიშვილს ეს გადაწყვეტილება და ამიტომაც შეცდა. პრეზიდენტი ბევრ რამეს აკეთებს და კიდევ ბევრს გააკეთებს. ვაცადოთ” – აცხადებს წაქაძე.

“გირჩი”