გახარიამ ვიცე-პრემიერებად მაია ცქიტიშვილი და თეა წულუკიანი დაასახელა

გახარიამ ვიცე-პრემიერებად მაია ცქიტიშვილი და თეა წულუკიანი დაასახელაპრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერები დაასახელა. გახარიას გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პოსტზე კვლავ რჩება ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. ასევე ვიცე-პერმიერის თანამდებობაზე დაინიშნა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

„კაბინეტში გვეყოლება ორი ვიცე-პრემიერი. ესენი არიან ქალბატონი მაია ცქიტიშვილი და ქალბატონი თეა წულუკიანი. მოგეხსენებათ, რომ ეს ჩვენ გუნდის ძველი, გამოცდილი წევრები არიან და დარწმუნებული ვარ, ეს გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს“, – განაცხადა გახარიამ.

მთავრობა გიორგის გახარიას ხელმძღვანელობით ამ წუთებში პირველ სხდომას მართავს.