“გამოდით ქუჩაში” – ბესელია “ოცნებას” აქციებით ემუქრება და ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობისთვის მზადაა

"გამოდით ქუჩაში" - ბესელია "ოცნებას" აქციებით ემუქრება და ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობისთვის მზადაასაქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მოსახლეობას მიმართავს, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბონ იმ დღეს, როცა პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს მხარი უნდა დაუჭირონ.
ბესელია მზად არის აქციაზე “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად დადგეს.
დეპუტატი ამბობს, რომ დასაცავია ქვეყნის მომავალი.
“მინდა ხალხს მივმართო. თუ “ქართული ოცნება” იმ მოსამართლეებს გაიყვანს, რომლებსაც ხელი აქვთ გასვრილი იმ უბედურებაში, რასაც უამრავი ადამიანი შეეწირა, მოუწოდებ ყველას, კენჭისყრის დღეს გამოვიდნენ ქუჩაში, რომ დეპუტატებმა გაიგონონ მათი ხმა. მზად ვარ გავიდე ქუჩაში”- თქვა ბესელიამ.
დეპუტატის თქმით, ენმ-სთან კონტაქტი არ აქვს, თუმცა მათი გადასაწყვეტია სად დადგებიან.