“გავრილოვის ღამის” საქმეზე დაკავებული ერთი პირი ბრალს აღიარებს

"გავრილოვის ღამის" საქმეზე დაკავებული ერთი პირი ბრალს აღიარებს20-21 ივნისის ღამით ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულმა სოსო ბაჯელიძემ სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარა.

სასამართლო პროცესზე მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა ბრალდებულს უფლება-მოვალეობები განუმარტა და ჰკითხა – ცნობს თუ არა დამნაშავედ თავს, რაზეც სოსო ბაჯელიძემ განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს.

აღიარების შემდეგ, სოსო ბაჯელიძეს პატიმრობა 5-ათასლარიანი გირაოთი შეეცვალა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით ბაჯელიძეს დამატებითი სანქციის სახით საზღვრის კვეთა აეკრძალა.

20-21 ივნისის ღამით ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 19 პირი დააკავეს.