გედევან ფოფხაძე ეკა ბესელიასგან წავიდა

გედევან ფოფხაძე ეკა ბესელიასგან წავიდაგედევან ფოფხაძე ეკა ბესელიასგან წავიდა. დეპუტატი ფიქრობს კონსულტაციების დაწყებას პოლიტიკოსებთან და ამბობს, რომ ის ფორმალურად რჩება ეკა ბესელიას პარტიის წევრი, თუმცა სავარადოდ მალე ოფიციალურად დატოვებს.

გედევან ფოფხაძესთან მიდის ლევან გოგიჩაიშვილიც, რომელიც ასევე მოსმართლეთა სკანდალის გამო გაემიჯნა ოცნებას. არაა გამორიცხული, გოგიჩაიშვილს მმართველი გუნდიდან კიდევ რამდენიმე დეპუტატი გაჰყვეს.

ეკა ბესელია ამბობს, რომ მისი გუნდი არ ითანამშრომლებს მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, „ევროპულ საქართველოსთან“ და „ქართულ ოცნებასთან“. ბესელია სავარაუდო პარტნიორებად ხაზარაძეს და უსუფაშვილს მოიაზრებს.

„ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ ივანიშვილის და სააკაშვილის მთავრობა საქართველოს არ სჭირდება, ჩვენ გვჭირდება სახალხო მთავრობა“ – აცხადებს გედევან ფოფხაძე.

ფოფხაძე ამბობს, რომ სახალხო მთავრობისთვის აუცილებელი არაა მისი პირადი ამბიციები, არამედ პრიველ რიგში მოცემულობა უნდა შეიცვალოს.

„ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ შედგს იმ ადამიანეების ერთობა, რომელთათვისაც კანონის უზენაესობა და რეფორმები არის უმთავროესი“ – აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ მას კონსულტაციები აქვს მმართველი გუნდის წევრებთანაც.