გრიზმანი: ”გამოსასწორებელი ბევრი გვაქვს”

გრიზმანი: ”გამოსასწორებელი ბევრი გვაქვს”ბარსელონას ფრანგმა ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა ვილიარეალთან გამარჯვების შემდეგ განაცხადა რომ ბარსელონა ჯერჯერობით ოპტიმალურ ფორმაში არ არის და მას ბევრი აქვს სამუშაო. გრიზმანმა საკუთარ თავზეც ისაუბრა და თქვა რომ ის მოედანზე ყოველთვის ბოლომდე იხარჯება:

”სიმართლე გითხრათ ეს არ არის ის ბარსელონა რომელზეც ვოცნებობდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ოპტიმალურ ფორმაში შევალთ. წინ ბევრი თამაშია სადაც უნდა ვაჩვენოთ ჩვენი დონე. მოედანზე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები და მომავალშიც ასე იქნება”.