გურამ ჩალაგაშვილი – ”ერთი შეკითხვა გიორგი გახარიას – ”გავრილოვის ღამის” ყველაზე დიდი დამნაშავე ირაკლი ოქრუაშვილია?”

გურამ ჩალაგაშვილი - ''ერთი შეკითხვა  გიორგი გახარიას - ''გავრილოვის ღამის'' ყველაზე დიდი დამნაშავე ირაკლი ოქრუაშვილია?''”პირველი შეკითხვა ახალ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.
”გავრილოვის ღამის” ყველაზე დიდი დამნაშავე ირაკლი ოქრუაშვილია?
დღეს, როცა ოცნების პარტკომის სხდომაზე გაქებდნენ, გარეთ ”მებრძოლმა” კვიციანმა პოლიციელს ხელი კრა და მიაჩმორა, ჟურნალისტებს და აქციის მონაწილეებს დედა აგინა და იქვე ფიზიკური შეურაცხყოფაც არ დააყოვნა პანღურის სახით.
თუ კადრებს ნახავთ, არ გეუცხოებათ ალბათ კვიციანის ესოდენ “თავშეკავებული” ქცევა ფორმიანი ადამიანების მიმართ, მაგრამ მათი დაცვა სულ არ გიცდიათ. თქვენ ხომ სულ ცალ ფეხზე გკიდიათ პოლიციელიც, პენსიონერიც, გაჭირვებულიც და ზოგადად სრულიად საქართველო. მთავარია “დედა” ღრუსეთი გყავდეთ კმაყოფილი.
ახლა მეორე კითხვა მაქვს, კვიციანის დაპატიმრება ივანიშვილმა არ გიბრძანათ?
მოკიდებთ ხელს კვიციანს და თქვენი აჯობებს. ძველი წისქვილივით დაფქვავს ყველაფერს რაც იცის და არ იცის.
ოცნების დეპუტატობა ტანჯვა და მაზოხიზმია, თორემ რომელიმეს მაინც უნდა გაებედა და ეკითხა თქვენთვის, რატომ არ იყავით პანკისში ”სამართლიანი” და მკაცრი, როცა პოლიციის მანქანები დაწვა თქვენგან გამწარებულმა მოსახლეობამ. მაშინაც მინისტრი ცქიტიშვილი მოგყვებოდათ გვერდით, ორი დღის წინ თქვენს საამებლად ”გავრილოვის ღამის” კადრებს ბედნიერი ღიმილით რომ უყურებდა. ეს ქალია თქვენი მთავრობის სახე. ქალზე ზედმეტის თქმა არ არის კაცის საქციელი, მაგრამ შენი შვილის ტოლ ახალგაზრდას დათვის ტყვიას რომ ესვრიან, თვალებს რომ თხრიან და დედის თვალები არ გაქვს, დედის ინსტინქტი რომ გამქრალია, რა უნდა თქვა ასეთ ადამიანზე. თქვენი დედაც, მამაც და შვილიც მხოლოდ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩია და მისი ხელის ბიჭი ჭორვილიდან.
თქვენი პრემიერობა სტიქიური უბედურებაა ამ ქვეყნისთვის და პირველ რიგში თქვენთვის. არ მგონია მოსალოცად გქონდეთ საქმე.
თქვენ ისტორია გაგცემთ პასუხს. ”გავრილოვის ღამე” თქვენს კისერზეა და კიდე თქვენი სოლოლაკელი “ძმის”.
გახსოვდეთ, ოცნების გამყიდველ დეპუტატებზე მეტნი ვართ!
თქვენც ჩვენი დასაცავი გახდებით და იქნებ მაშინ მაინც გეყოთ ვაჟკაცობა და სიმართლე აღიაროთ! (მაგრამ ქოცი და ვაჟკაცობა შეუსაბამოა).
თქვენი პრემიერობის აღსანიშნავად სპორტის სასახლეზე შულავერის კომიტეტის დროშა ფრიალებს!
ისე ირაკლიმ მოკითხვა შემოგითვალათ ლამაზად და “ტკბილად”. #თავისუფლებაპოლიტპატიმრებს!
#ირაკლიოქრუაშვილიპოლიტპატიმარია!” – წერს სოციალურ ქსელში გურამ ჩალაგაშვილი, ”გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი.