ჰარი კეინი: ”ორბურთიანი უპირატესონის განიავება მიუღებელია”

ჰარი კეინი: ”ორბურთიანი უპირატესონის განიავება მიუღებელია”ტოტენჰემის ფორვარდმა ჰარი კეინმა ოლიმპიაკოსთან შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი გუნდისთვის ორბურთიანი უპირატესობის განიავება მიუღებელია. ტოტენჰემი შეხვედრას 2:0 იგებდა, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ფრეს დასჯერდა და კეინის აზრით ეს ცუდი შედეგია:

”პირველ ტაიმში უპირატესობა მოვიპოვეთ, რის შემდეგაც მოვდუნდით და მეტოქემ დაგვსაჯა. ჩვენ უკვე საკმაოდ გამოცდილი გუნდი ვართ და ასეთი შედეგი უბრალოდ არ გვეკადრება. იმედი მაქვს, რომ სათანადო დასკვნებს გავაკეთებთ და ეს აღარ განმეორდება”.