თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის საჩივარი და გორში, რვა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულის იაგო ნებიერიძის მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის განაჩენი რომლითაც მას უვადო თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, ძალაში უცვლელად დატოვა.
პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ იაგო ნადიბაიძე დამნაშავედ იქნა ცნობილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთანსექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენისთვის”.
გორის რაიონულმა სასამართლომ იაგო ნებიერიძე დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
რუსთავი 2

