ილია საჯაია „ფორსაჟი 9-ის” გადამღებ ჯგუფში აიყვანეს

ილია საჯაია „ფორსაჟი 9-ის” გადამღებ ჯგუფში აიყვანესმხატვარი ილია საჯაია, რომელიც ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მხატვარია, „ფორსაჟი 9”-ის გადამღებ ჯგუფში აიყვანეს.

ილია საჯაია რუსთაველის თეატრთან არსებული გოგი ალექსი-მესხიშვილის სახელოსნოს სტუდენტია.

„ფორსაჟი 9-ის” გადაღებები თბილისში და რუსთავში მიმდინარეობს.