ინდონეზიაში 6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას Rueters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის აღმოსავლეთ პროვინცია მალუკუ იყო, სადაც სულ ცოტა ერთი ადამიანი დაიღუპა. სტიქიის შედეგად ძლიერად დაზიანდა შენობები. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი მიწისძვრა იყო, როგორც ინდონეზიის ბუნებრივი კატასტროფების უწყების ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, გეოფიზიკოსებმა ცუნამის წარმოქმნა გამორიცხეს.
სააგენტოს ცნობით, ინდონეზია სეისმურად აქტიურ წყნარი ოკეანის „ცეცხლოვან სარტყელში“ მდებარეობს და შესაბამისად აქ ძლიერი მიწისძვრები და ცუნამები ხშირი მოვლენაა. 2018 წელს სულავესის კუნძულზე მომხდარ მიწისძვრასა და შემდეგ ცუნამს, 4 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
იმედინიუსი