ინგა გრიგოლია ირაკლი ოქრუაშვილს – ”მეწყინა, მაგრამ ეხლა მეტს არაფერს დავწერ”

ინგა გრიგოლია ირაკლი ოქრუაშვილს - ”მეწყინა, მაგრამ ეხლა მეტს არაფერს დავწერ”ირაკლი ოქრუაშვილის პოსტს ტვ პირველის მიმართ ინგა გრიგოლია ასე გამოეხმაურა:

”ირაკლი, ალბათ გადმოგცემენ ამ კომენტარებს და დავწერ, არ იქნება ჩემი მხრიდან სწორი, დაპატიმრებულ ადამიანს ვეკამათო, მაგრამ იმდენი გადაცემა გავაკეთე შენს დაპატიმრებაზე, ცოტა გამიკვირდა შენი ეს პოსტი, როცა გამოხვალ, კამათი მერე, ახლა გისურვებ განთავისუფლებას და იმ ადამიანებს ვადანაშაულებ შენს შეცდომაში შეყვანაში, ვინც წესით, უნდა გეუბნებოდეს, რომ ძალიან ბევრი გადაცემა და რეპორტაჟი გავაკეთეთ ჩვენს არხზე შენზე, მეწყინა, მაგრამ ეხლა მეტს არაფერს დავწერ”

ირაკლი ოქრუაშვილი – „ტვ პირველი“, ერთხელ, ზრდილობის გამო, მაინც მახსენეთ!“