ირაკლი აბუსერიძე – ჩემი ფრაქციის თავმჯდომარეობა ბატონმა ბიძინამ ისურვა

ირაკლი აბუსერიძე - ჩემი ფრაქციის თავმჯდომარეობა ბატონმა ბიძინამ ისურვასაპარლამენტო ფრაქციას “ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ ბიძინა გეგიძის ნაცვლად, ირაკლი აბუსერიძე უხელმძღვანელებს. აღნიშნული ინფორმაცია “2020NEWS“-თან ირაკლი აბუსერიძემ დაადასტურა.

“გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს დავიკავებ.  ეს საკითხი დღეს და გუშინ არ გადაწყვეტილა. თავად ბიძინამ ისურვა ჩემი თავმჯდომარეობა და ფრაქციის წევრებმაც მხარი დამიჭირეს. აუხლოეს დღეებში, კი დამამტკიცებენ“, – განუცხადა აბუსერიძემ “2020NEWS“-ს.

შეგახსენებთ, ბიძინა გეგიძე საპარლამენტო უმრავლესობიდან გუშინ გარიცხეს, ხოლო ფრაქცია “ქართული ოცნება – ძლიერი საქართველო“ და შესაბამისად, ფრაქციის თავმჯდომარეობა, დღეს დატოვა.