ირაკლი მეტრეველი – “დიდხანს ვიფიქრე რა შეიძლება თქვენთვის მეკითხა, ვერაფერი ვერ მოვიფიქრე”

სააგენტო ფრანს პრესის წარმომადგენელმა საქართველოში ირაკლი მეტრეველმა ყოფილ პრემიერთან, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის დროს, კითხვის დასასმელად მისთვის გამოყოფილი დრო აჭარის ტელევიზიის წარმოადგენელს დაუთმო:

„დიდხანს ვიფიქრე რა შეიძლება თქვენთვის მეკითხა, ვერაფერი ვერ მოვიფიქრე, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ აჭარის ტელევიზიას ქონდა დაუსმელი შეკითხვები და მივცეთ ეს საშუალება.“- განაცხადა ირაკლი მეტრეველმა.