ირმა ინაშვილი ბრაიზას და კრამერის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

ირმა ინაშვილი ბრაიზას და კრამერის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვსპატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი მთავარ პროკურატურას მიმართავს და მეთიუ ბრაიზას და დევიდ კრამერის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს.

„მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტთან, ცილისწამებასა და ტყუილთან დაკავშირებით. დაიკითხოს ყველა დამსწრე, ვინც იყო იმ წუთებში დარბაზში. დაიკითხოს კრამერიც და ქალბატონი ნინო ევგენიძე. და ყველამ აგოს პასუხი ჩემ მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე.

ვითხოვ, დაიწყოს გამოძიება კრამერის და მეთიუ ბრაიზას წინააღმდეგ. ცილისმწამებელი და მატყუარა არის მეთიუ ბრაიზა. მოძალადე და მატყუარა არის დევიდ კრამერი” – აღნიშნა ინაშვილმა.

მეთიუ ბრაიზამ საერთაშორისო კონფერენციაზე მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა, რომ ინაშვილი რუსეთის გეგმის ყველაზე უარესი მხარეა.

“მართლაც საცოდაობაა. ეს პიროვნება გვიჩვენებს რუსეთის გეგმის ყველაზე უარეს მხარეს და ცხად ნიშნებს. ეს გეგმაა ჩაშლა – ჩაშალო პოლიტიკა, ჩვენი კონფერენცია, გაანადგურო საქართველო აქ შემოჭრით და ოკუპაციით, გაანადგურო უკრაინა. შეჭრით და ოკუპაციით, რათა რუსეთმა მოიპოვოს კონტროლი და არ დაკარგოს ეს ქვეყნები ნატოსთან.

ეს იმდენად ცხადია, სასაცილოა,” – აღნიშნა ბრაიზამ.