ისანში ”სპარში” შესულ პირს მანქანა მოპარეს

ისანში ”სპარში” შესულ პირს მანქანა მოპარესთბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ქურდობა მოხდა.

ადგილობრივების თქმით, ავტომობილი მაშინ წაიყვანეს, როცა მეპატრონე “სპარში” რამდენიმე წუთით შევიდა. ამასთან ირკვევა, რომ გუშინ კიდევ ერთი ავტომობილი მოიპარეს აღნიშნული ტერიტორიიდან.
ისანში მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ბოროტმოქმედებმა 2 საცხოვრებელი ბინაც გაქურდეს.
პოლიცია დღეს მთელი დღის განმავლობაში კითხავდა მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებს. ამოიღეს “სპარის” სათვალთვალო კამერებიც.

გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.

ნიუპოსტი