იტალიაში ბინების გაქურდვისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიაში ბინების გაქურდვისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავესიტალიაში ბინების გაქურდვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე, 42 წლის კ.კ. დააკავეს.

მამაკაცი რამდენიმე ბინისა და კერძო სახლის გაქურდვაშია ბრალდებული.

ამასთან, პოლიციამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც დაკავებული ერთ-ერთ ბინაში ქურდობის დროსაა ასახული.

ბრალდებულს ბინების საკეტების გასატეხად სპეციალური ტექნიკა ჰქონდა შემუშავებული.

ნიუპოსტი