იურგენ კლოპი: ”პენალტი არ იყო”

იურგენ კლოპი: ”პენალტი არ იყო”ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგის სტარტზე ნაპოლისთან მარცხი განიცადა და შეხვედრაში ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი ლივერპულის კარში დანიშნული პენალტი იყო, რომელიც ნაპოლიმ გამოიყენა. კლოპის აზრით იმ ეპიზოდში პენალტი არ იყო და მსაჯმა შეცდომა დაუშვა:

”შეხვედრას ვაკონტროლებდით, თუმცა ბევრი მომენტი ვერ შევქმენით და მეტოქემ ამის გამო დაგვსაჯა. ვფიქრობ მსაჯმა შეცდომა დაუშვა და მას პენალტი არ უნდა დაენიშნა, მაგრამ ახლა უკვე ვერაფერს შეცვლი”. ნაპოლიმ ლივერპული საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა.