კალაძე, ღარიბაშვილი, გახარია – ვინ არის ყველაზე გავლენიანი მაღალჩინოსანი ბიძინა ივანიშვილის კარზე?

კალაძე, ღარიბაშვილი, გახარია - ვინ არის ყველაზე გავლენიანი მაღალჩინოსანი ბიძინა ივანიშვილის კარზე?კალაძე, ღარიბაშვილი, გახარია – ვინ არის ყველაზე გავლენიანი მაღალჩინოსანი ბიძინა ივანიშვილის კარზე? – პარტია “ტრიბუნას” ლიდერი, დავით ჭიჭინაძე ფიქრობს, რომ “შუშის სასახლის” მბრძანებლის გუნდში ჯერჯერობით, ყველაზე გავლენიანი ფიგურა დედაქალაქის მერი, კახი კალაძეა.

“თბილისზე გავლენა კალაძეს აქვს, რადგან თბილისის არჩეული მერია. მართალია, მინისტრთა კაბინეტში მას წარმომადგენელი არ ჰყავს და შესაბამისად ეცდებიან მის შევიწროვებას, მაგრამ საპარლამენტო სიაში ჰყავს საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა და ხმების დიდი რაოდენობა მობილიზებული. ამიტომ, არამგონია თბილისში მას ხმების აღება გაუჭირდეს.

თუმცა, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, კახა კალაძის პარალელურად, ირაკლი ღარიბაშვილი და გიორგი გახარია შეეცდებიან, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი გავლენები “ქართულ ოცნებაში” და ამით ბიძინა ივანიშვილისთვის გახდნენ შეუცვლელი ფიგურები. ანუ, რაც უფრო მივუახლოვდებით არჩევნებს, რაც უფრო ახლოს იქნება წარსადგენი სია, შიდა პოლიტიკურ ვაჭრობებში დაპირისპირებები მოიმატებს, რასაც არამგონია, ხალხისთვის კარგი შედეგი მოჰყვეს”, – აცხადებს ჭიჭინაძე.

დეპუტატი “ქართულ ოცნებას” “მოქალაქეთა კავშირის” ბედს უწინასწარმეტყველებს: “ეს ახალი მთავრობა წინასაარჩევნო მთავრობაა და ისეთ მთავარ ეკონომიკურ გამოწვევებს, რასაც ჰქვია ლარის კურსი, სავაჭრო ბალანსი, ისინი ნაკლებად გაართმევს თავს. შესაბამისად, ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ისევ სიღატაკეში დარჩება. თავად “ქართული ოცნება“ კი, “მოქკავშირის“ ბედს გაიზიარებს”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.