კანადაში ჟურნალისტებით სავსე ავტობუსი პრემიერ ტრიუდოს თვითმფრინავს დაეჯახა

კანადაში ჟურნალისტებით სავსე ავტობუსი პრემიერ ტრიუდოს თვითმფრინავს დაეჯახაკანადაში, ქალაქ ვიქტორიას აეროპორტში, ავტობუსი, რომელშიც ჟურნალისტები ისხდნენ, პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრიუდოს თვითმფრინავს დაეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო ვიქტორიაში წინასაარჩევნო აგიტაციისთვის ჟურნალისტებთან ერთად ჩაფრინდა. მედიის წარმომადგენლებისთვის განკუთვნილი ავტობუსი აეროპორტიდან გამოსვლისას თვითმფრინავის ფრთას დაეჯახა.

ტრიუდოს შტაბში განაცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრის გეგმებში ცვლილებები არ შედის, მაგრამ დაზიანებას პროფესიონალები აუცილებლად შეაფასებენ.

იპნ