ხანძარი ფეიქრების ქუჩაზე ლიკვიდირებულია

ხანძარი ფეიქრების ქუჩაზე ლიკვიდირებულიაშეტყობინებაზე რეაგირება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ფეიქრების ქუჩაზე, GWP-ს საწყობში ხანძარი ლიკვიდირებულია.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112″-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე არსებულ საწყობში, შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

შეტყობინებაზე რეაგირება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუყონებლივ მოახდინა.

ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს დაახლოებით 200 კვ/მ ფართობზე გავრცელებული ხანძარი დახვდათ. არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველების ეფექტური მუშაობის შედეგად, დროულად მოხერხდა ცეცხლის ჩაქრობა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ფეიქრების ქუჩაზე მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი”- აცნობენს “ნიუპოსტს” უწყებიდან.